აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მეწარმეობის საფუძვლების სწავლების ფარგლებში, გაზიანი სასმელის ქარხანას სტუმრობდნენ 
07-05-2026

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, მოქალაქეობის სწავლების ფარგლებში, შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საგანი მოქალაქეობა ითვალისწინებს მეწარმეობის საფუძვლებს, რაც საშუალებას იძლევა სხვადასხვა ექსკურსიების საშუალებით ახლოს გაეცნონ ახლოს მდებარე სხვადასხვა საწარმოს, სწორედ ამ მიზნით, 24 აპრილს, მე-11 კლასთან ერთად დაიგეგმა ვიზიტი Coca-Cola Bottlers Georgia -ში.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ენახათ გაზიანი სასმელების წარმოების პროცესი, ასევე სამუზეუმო ოთახი, სადაც დაათვალიერეს საინტერესო ვიზუალური მასალა კოკა-კოლას ისტორიიდან -1886 წლიდან დღემდე. 

„კოკა-კოლას“ საწარმოში სტუმრობა მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203