
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში აქტიურად გამოეხმაურნენ გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას - დედამიწის მსოფლიო დღეს.
თარიღი დიდი ენთუზიაზმით აღნიშნეს მე- 2 კლასელებმა. მოისმინეს პრეზენტაციები დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ იზრუნეს მის დასუფთავებაზე და შეახსენეს ერთმანეთს, რომ დედამიწაზე ზრუნვა ყველას მოვალეობაა.
„მადლობა ჩვენს პატარებს ამ დღის გალამაზებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა ენთუზიაზმი.
იხილეთ ფოტოები: