
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
VIIIა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი: ნაზი ბედიაშვილი) ხელოვნების სასწავლო პროექტის ფარგლებში (მასწავლებელი: გულნაზ კვინიკაძე) ძველი თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ტურისტულ ზონას სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს და გაეცნენ უნიკალურ არქიტექტურას, ქუჩის ხელოვნებასა და ისტორიულ გარემოს, რომელიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს თითოეულ დამთვალიერებელზე.
ექსკურსია გაგრძელდა იმავე ისტორიულ კონტექსტში. მოსწავლეებმა მოინახულეს უდიდესი სულიერი და კულტურული მნიშვნელობის სიონის ტაძარი, სადაც პატივი მიაგეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას. შემდეგ ისინი ეწვივნენ ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმს, სადაც ახლოს გაეცნენ ქართველი მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებას.
შორაპნის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი გულნაზ კვინიკაძე მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებებით ყოველთვის ანებივრებს და მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
„როგორც ხელოვნების მასწავლებელს, ჩემი პირდაპირი მოვალეობაა მოსწავლეებს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა მივაწოდო, არამედ მათში გავაღვივო სილამაზის აღქმა, შემოქმედებითი აზროვნება და საკუთარი კულტურისადმი სიყვარული. ასეთი გასვლითი აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ეხმარება მოსწავლეებს, რეალურად შეიგრძნონ ხელოვნება და უკეთ გაიაზრონ მისი მნიშვნელობა.
დღე სავსე იყო შთაბეჭდილებებით, ახალი აღმოჩენებითა და პოზიტიური ემოციებით მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა ექსკურსიის ორგანიზებაში“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: