
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე კვირეულით აღნიშნეს.
კვირეულის ფარგლებში ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალილი არაერთი ღონისძიება გაიმართა.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და მონდომებით ულამაზესი კალიგრაფიული ნამუშევრები.
მათი ნამუშევრები ასახავს ქართული ანბანის სილამაზეს, სისუფთავესა და უნიკალურობას.
„თითოეული ასო ბავშვების გულიდან მოდის და გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლიური ენის დაცვა და გაფრთხილება“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები: