ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა ინგლისური ენის შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილი
07-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ. 

აღსანიშნავია, მე-5 კლასში ჩატარებული საინტერესო ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში, რომელსაც პედაგოგი ნინო მელიქიძე ხელმძღვანელობდა.

გაკვეთილის თემა იყო - „მსოფლიოს სამი მნიშვნელოვანი ადგილი“ და მიზნად ისახავდა:

  • ტექსტის გაგება-გააზრება: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ წინასწარ დამუშავებული სიტყვებით ტექსტის წაკითხვა, თარგმნა და შინაარსის გაგება;
  • ზედსართავი სახელების სამივე ხარისხის აქტიური გამოყენება;
  • პრაქტიკული უნარების განვითარება: ტექსტში ზედსართავი სახელების მოძიება და მათი დახარისხება ხარისხების მიხედვით;
  • ნასწავლი მასალის ტრანსფერი - საკუთარ თავზე წინადადებების შედგენა ნასწავლი გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენებით;
  • ლექსიკური მარაგის გამდიდრება და მისი პრაქტიკაში განმტკიცება.

გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა და მასწავლების დასახულ მიზნებს წარმატებით იაღწია. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს და ლექსიკური ერთეულების გამოყენებით თარგმნეს ტექსტები. ასევე გაიხსენეს და განამტკიცეს ზედსართავი სახელი და მათი ხარისხები ინგლისურ ენაში.

მოსწავლეებმა შეაფასეს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფურად მუშაობა წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკით.

გაკვეთილმა დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე პედაგოგების მხრიდან. მოსწავლეებმა, საგნის ხელმძღვანელთან ერთად, დასახეს მომავალი სამოქმედო გეგმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203