ბეჟანოს საჯარო სკოლის მეექვსე და მეშვიდე კლასების მოსწავლეებისთვის ინგლისურ ენაში კონკურსი ჩატარდა
06-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლებენ, რაც მათ მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან, მეექვსე და მეშვიდე კლასებში ჩატარდა შეჯიბრი თემაზე - „არაწესისმიერი ზმნები“. 

მოსწავლეებმა საგნის პედაგოგებთან ერთად წინასწარ დაამუშავეს და შეისწავლეს არაწესისმიერი ზმნები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონკურსის მიზანია მოსწავლეებისთვის მოტივაციის მიცემა, რათა უფრო საფუძვლიანად და ხარისხიანად შეისწავლონ საკითხი, რომ ყველა საფეხურზე შეძლონ მათი წარმოება და გაიაზრონ ამ ზმნების მნიშვნელობა ინგლისური ენის გრამატიკული დროების გამოყენებაში.

კონკურსს ორგანიზება გაუწიეს ორივე კლასის ინგლისური ენის პედაგოგებმა - ნინო მელიქიძემ და სვეტლანა ბეზოიანმა.

კონკურსი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. 

გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ ღონისძიება მეტად ნაყოფიერი იყო - მოსწავლეება ცოდნა გაიმდიდრეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203