რატომ ვერ მიიღეს მასწავლებლებმა ფინანსური დახმარება - განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა 
06-05-2026

რატომ ვერ მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მასწავლებლების ფინანსური დახმარება?- კითხვა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს განათლების კომიტეტის სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვისას დაუსვეს.

ცნობისთვის, ოკუპირებული რეგიონების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის 3 თვის ფინანსური დახმარებისთვის 2026 წლის ბიუჯეტში მილიონ 443 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. აღნიშნული თანხა არ არის გაცემული ამ პირებზე.

„აქ გარკვეული პრობლემები შეიქმნა სიების და ანგარიშების მოწოდებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ცოტა რთულია კომუნიკაცია, თუმცა აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო, ამაში ჩართვა დაევალა სამხარეო ადმინისტრაციას შიდა ქართლში და ვფიქრობთ, რომ მაისში, უკვე სიები და ანგარიშის ნომრებით გვექნება. თანხა მზად არის გადასარიცხად, უბრალოდ გარკვეული ტექნიკური პრობლემაა დაზუსტებული სიების მოწოდების და ამ ნაწილში იყო შეფერხება“, - განაცხადა კაკაურიძემ.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203