ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეები „ეტალონისა“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის ლიდერთა ათეულში ღირსეულ ადგილს იკავებენ
06-05-2026

ეროვნული მედია-პროექტეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი საგნობრივი ჩემპიონატი საუკეთესო გზაა მოსწავლეების აკადემიური განვითარებისა და მოტივაციის გასაზრდელად. ოლიმპიადებში მონაწილეობა საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას - გაიღრმავონ ცოდნა, განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, გამოსცადონ შესაძლებლობები და ისწავლონ დროის მართვა. 

საგნობრივი საგაზაფხულო ჩემპიონატი 28 აპრილს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით დაიწყო, რომელსაც დიდი მონდომებითა და ინტერესით შეუერთდნენ ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები - იოანე ჯინჯოლია და ანა გოგიაშვილი.

მოსწავლეებმა კონკურსში წარმატებით იასპარეზეს, ასახელეს ქუთაისის N40 საჯარო სკოლა და მასწავლებლები. 

იოანე ჯინჯოლია და ანა გოგიაშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის ლიდერთა ათეულში მოხვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება ოთხი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, ლოგიკური აზროვნება და ზოგადი განათლება, ინგლისური ენა და მათემატიკა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203