
ეროვნული მედია-პროექტ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი საგნობრივი ჩემპიონატი საუკეთესო გზაა მოსწავლეების აკადემიური განვითარებისა და მოტივაციის გასაზრდელად. ოლიმპიადებში მონაწილეობა საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას - გაიღრმავონ ცოდნა, განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, გამოსცადონ შესაძლებლობები და ისწავლონ დროის მართვა.
საგნობრივი საგაზაფხულო ჩემპიონატი 28 აპრილს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით დაიწყო, რომელსაც დიდი მონდომებითა და ინტერესით შეუერთდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები - მეგი მიქელაძე, თათია ვანაძე და მანუჩარ მიქელაძე.
მოსწავლეებმა კონკურსში წარმატებით იასპარეზეს, ასახელეს სკოლა, ოჯახი და მასწავლებლები.
მეგი მიქელაძე, თათია ვანაძე და მანუჩარ მიქელაძე ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის ლიდერთა ათეულში მოხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება ოთხი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, ლოგიკური აზროვნება და ზოგადი განათლება, ინგლისური ენა და მათემატიკა.
იხილეთ ფოტოები: