
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღებას ისე მოსწავლეთა ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებას და მათი თვალსაწიერის გაფართოებას. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
22 აპრილს, სკოლაში ისტორიის პედაგოგ მანანა გაბუნიას ორგანიზებით ჩატარდა შემეცნებითი გასართობი ვიქტორინა თემაზე - „ჩემი თბილისქალაქი“
ვიქტორინა - „რა? სად? როდის?“ ფორმატში მიმდინარეობდა. კონკურსში მონაწილეობდა 10 გუნდი. თამაში მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა.
დაძაბულ მარათონში გაიმარჯვა მე-113 კლასის გოგონათა გუნდმა.
გამარჯვებულები და მონაწილეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და სერტიფიკატებით.
იხილეთ ფოტოები: