„ქართული ანბანური დამწერლობა-წერითი სისტემების უძველესი ფორმა“-საინტერესო ღონისძიება აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 სკოლაში
06-05-2026

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართული დამწელობის ისტორიას ჩაუღრმავდნენ. 

21 აპრილს, სკოლაში, ისტორიის პედაგოგის - ნუგზარ მოლაშვილის ორგანიზებითა და ინიციატივით, ჩატარდა საინტერესო ღონისძიება - „ქართული ანბანური დამწერლობა-წერითი სისტემების უძველესი ფორმა“, რომელშიც მე-111 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები ქართული ანბანის შესახებ, შეაჯამეს სხვადასხვა მეცნიერის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, საინტრესოდ წარმოადგინეს ბოლო დროს აღმოჩენილი ქართული ანბანის რამოდენიმე საინტერესო ნიმუში.

მოსწავლეებმა ნათლად გაიაზრეს ქართული დამწერლობის უნიკალურობა, გამდიდრეს ცოდნა და ბევრი ახალი დეტალიც შეიტყვეს. 

სკოლაში მადლობას უხდიან ისტორიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს საინტერესო ღონისძიებისთვის. 

„მადლობა მოსწავლეებს, ისტორიის პედაგოგს ბატონ ნუგზარ მოლაშვილს, მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს- ირინა კირვალიძესა და ნინო ნანობაშვილს გაწეული შრომისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203