
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ღუკასიანი „ეტალონის“ ოლიმპიადის გამორჩეული მონაწილეა.
მოსწავლე ოლიმპიადას დიდი შემართებით შეუერთდა და საქართველოს მასშტაბით, ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. ანი ღუკასიანი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა და საამაყო წარმატების დასტურად დიპლომი მიენიჭა.
მოსწავლის წარმატება სასახელოა მისი სკოლისა და ოჯახისთვის, განსაკუთრებით კი საამაყოა მისი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ლია ტონონიანისთვის.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას - გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.