ჩხაკოურის საჯარო სკოლის მოსწავლეების - ანი ბერიძისა და ლანა ბერიძის საამაყო წარმატება „ეტალონის“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში
05-05-2026

ეროვნული მედია-პროექტეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი საგნობრივი ჩემპიონატი საუკეთესო გზაა მოსწავლეების აკადემიური განვითარებისა და მოტივაციის გასაზრდელად. ოლიმპიადებში მონაწილეობა საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას - გაიღრმავონ ცოდნა, განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, გამოსცადონ შესაძლებლობები და ისწავლონ დროის მართვა. 

საგნობრივი საგაზაფხულო ჩემპიონატი 28 აპრილს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით დაიწყო, რომელსაც დიდი მონდომებითა და ინტერესით შეუერთდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანი ბერიძე და ლანა ბერიძე. 

მოსწავლეებმა კონკურსში წარმატებით იასპარეზეს, ასახელეს ჩხაკოურის საჯარო სკოლა და მასწავლებლები. 

ანი ბერიძე და ლანა ბერიძე ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის ლიდერთა ათეულში მოხვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება ოთხი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, ლოგიკური აზროვნება, ინგლისური ენა და მათემატიკა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203