მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა - თანხის გადახდა 7 მაისის 18:00 საათამდე შეგეძლებათ
05-05-2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გაახანგრძლივა.
 
კანდიდატებს საგამოცდო საფასურის (არანაკლებ ერთი გამოცდის) გადახდა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ, ხოლო რეგისტრაციის დასრულება - 11 მაისის 18:00 საათამდე.
 
აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ, საგამოცდო საფასურის გადახდა  რეგისტრაციის პროცესის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს და აღნიშნული ვადების დაცვა სავალდებულოა.
 
ვადების გახანგრძლივება მიზნად ისახავს კანდიდატების ხელშეწყობას, რათა მათ სრულფასოვნად და შეუფერხებლად შეძლონ რეგისტრაციის პროცედურის გავლა.
 
განსაზღვრული ვადების ამოწურვის შემდეგ რეგისტრაციის დასრულება და გამოცდებში მონაწილეობა შეუძლებელი იქნება.
 
სპეციალური საგამოცდო პირობების საჭიროების მქონე პირებმა რეგისტრაციისას უნდა მონიშნონ შესაბამისი ველი და 11 მაისის 18:00 საათამდე წარადგინონ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N IV-100ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203