
ეროვნული მედია-პროექტ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი საგნობრივი ჩემპიონატი საუკეთესო გზაა მოსწავლეების აკადემიური განვითარებისა და მოტივაციის გასაზრდელად. ოლიმპიადებში მონაწილეობა საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას - გაიღრმავონ ცოდნა, განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, გამოსცადონ შესაძლებლობები და ისწავლონ დროის მართვა.
საგნობრივი საგაზაფხულო ჩემპიონატი 28 აპრილს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით დაიწყო, რომელსაც დიდი მონდომებითა და ინტერესით შეუერთდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლუკა ჭკადუა, ნინო დავითიანი და ზურა დავითიანი.
მოსწავლეებმა კონკურსში წარმატებით იასპარეზეს, ასახელეს ლახამულას საჯარო სკოლა და მასწავლებლები.
ლუკა ჭკადუა, ნინო დავითიანი და ზურა დავითიანი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის ლიდერთა ათეულში მოხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება ოთხი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, ლოგიკური აზროვნება და ზოგადი განათლება, ინგლისური ენა და მათემატიკა.
იხილეთ ფოტოები: