წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღეს შემოქმედებითი პრეზენტაციები მიუძღვნეს 
05-05-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლაში დედაენის დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

სკოლის I-VIII კლასების მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ეროვნული დღესასწაული საინტერესო  პრეზენტაციებით მიულოცეს. 

მოსწავლეებმა გამართეს შემოქმედებითი პრეზენტაციები შემდეგი სახელწოდებებით:

"დედა ენა - ერის სული";

" დედა ენა სიბრძნის წყარო";

"რა ენა წახდეს ერიც დაეცეს".

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დამწერლობის უნიკალურობასა და დედაენის დღის მნიშვნელობაზე. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ნანა ხიმშიაშვილი, ირინა ბოლქვაძე და მარი საგინაძე.

ღონისძიების ხელმძღვანელები მადლობას უხდიან სკოლის დირექტორს  - ანტეი ტერსენოვს გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის. 

„ბავშვებმა კიდევ უფრო ღრმად გაიგეს დედა ენის დღის მნიშვნელობა, ფასეულობა და სიდიადე!

გააცნობიერეს, რომ ენას სჭირდება მოვლა-პატრონობა, დაცვა და გაფრთხილება! ჩვენი სკოლის მოსწავლეები მოკრძალებული პრეზენტაციით გილოცავენ ამ სულიერ და ნივთიერ მონაპოვარს!“,- აღნიშნავენ პედაგოგები და ღონისძიების ფოტომასალას გვიზიარებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203