ჩუნჩხის საჯარო სკოლის მოსწავლე ხატია გელაძე  „ეტალონის“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში, შესაბამისი კლასის, საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონია 
05-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლის მოსწავლე ხატია გელაძემ „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადაში ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. 

მოსწავლემ, „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის, ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში, საქართველოს მასშტაბით, შესაბამისი კლასის მიხედვით, აბსოლუტური ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა.

მოსწავლეს ოლიმპიადაში მიღწეული საუკეთესო შედეგების დასტურად დიპლომი მიენიჭა. 

მოსწავლის წარმატება სასახელოა მისი სკოლისა და ოჯახისთვის. 

ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203