„ადიქცია და მისი პრევენციის გზები“- პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული, საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი საჩინოს თემის N2 სკოლაში
05-05-2026

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა გაკვეთილი დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას როგორიცაა - ადიქცია

პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული, ბიოლოგიისა და მოქალაქეობის ინტეგრირებით ჩატარდა და მიზანდ ისახავდა სახითხის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას. 

გაკვეთილზე, რომლის თემა იყო - „ადიქცია და მისი პრევენციის გზები“, მოსწავლეებმა იმსჯელეს მავნე ჩვევებსა და მათ გამომწვევ მიზეზებზე, წარმოადგინეს პრობლემის გადაჭრის მათეული ხედვა. შეავსეს სქემები, მიზეზშედეგობრივ კავშირზე, მითია თუ რეალობა? საპირწონე. რეფლქსიის ფაზაზე იმუშავეს ტესტების ელექტრონულ ვერსიაზე.

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო შემეცნებითი აღმოჩნდა. 

„მსგავსი გაკვეთილები ხელს უწყობს ლოგიკური, თანმიმდევრული მსჯელობის, პრობლემის გადაჭრის, ისტ-თან მუშაობის უნარების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მონდომება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203