
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, მე-5-მე-6 კლასების მოსწავლეებმა ბუნების დაცვის კვირეულში მიიღეს მონაწილეობა.
კვირეულს მოსწავლეები ეკოსაგანმაანთლებლო აქტივობებით შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე პოსტერები შექმნეს, ასევე, გაიმართა ვიქტორინა.
„აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას, გუნდური მუშაობის განვითარებას და ზრდის მოტივაციას“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: