
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტოლარანტულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
შესაბამისად, სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს.
ფიროსმანის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს, დამრიგებელი მერეხ ლუტიძე ესაუბრა და პატარებთან ერთად აუტიზმის შესახებ გავრცელებული სტერეოტიპები დაამსხვრია და მითები და რელაობა ერთმანეთისგან გამიჯნა.
„2 აპრილი - აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღეა. 2026 წლის გზავნილია: „აუტიზმი და ადამიანობა – თითოეულ სიცოცხლეს აქვს ღირებულება“. ეს თემა გვახსენებს, რომ აუტიზმის მქონე ადამიანები ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან. მათი ღირსება, შესაძლებლობები და განსხვავებულობა წარმოადგენს ჩვენი საერთო მომავლის მნიშვნელოვან ნაწილს. ნეირომრავალფეროვნება არის რესურსი და ძალა — არა შეზღუდვა. ინკლუზიური გარემოს შექმნა კი თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ვაფასებთ თითოეულ ადამიანს. ვქმნით საზოგადოებას ყველასთვის“,- აღნიშნა პედაგოგმა.
იხილეთ ფოტო: