
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან მეთოდებს მიმართევან, მათ შორის აღსანიშნავია „როლური თამაში“, რომელიც მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით, საინტერესო, სახალისო და თავშესაქცევია.
ინგლისური ენის გაკვეთილი კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გახდა, როდესაც მესამე კლასის მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის - „The Cat in the School Bag“-ის მიხედვით მცირე დადგმა წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა დიდი მონდომებით მოირგეს როლები, იმუშავეს გამოთქმაზე, ინტონაციაზე და სცენურ მოძრაობაზე. თითოეულმა მათგანმა შეძლო საკუთარი პერსონაჟის გაცოცხლება და ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს:
სკოლაში მადლობას უხდიან ინგლისური ენის მასწავლებელს - ვაზგენ კადჟოიანს ასეთი საინტერესო და ინოვაციური გაკვეთილისთვის.
იხილეთ ვიდეო: