ჩიხარეშის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი ფრენბურთში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პიროველობის გამარჯვებულია 
06-05-2026

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, შესაბამისად, მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში.

მათ შორის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ სასკოლო სპორტული ოლიმპიადას და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში პირველი ადგილი აიღეს ფრენბურთში.

სკოლაში ხარობენ ვაჟთა გუნდის წარმატებით და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

მოსწავლეთა ხელმძღვანელი პედაგოგები არიან ზურაბ ლობჟანიძე და გენური ჯანხოთელი. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203