
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში დედაენის დღე ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებამ, რომელიც ატარებდა ღრმა საგანმანათლებლო შინაარსს, მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა ქართული ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები და მასწავლებლები. ბავშვებმა წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები და საინტერესო ნომრები, რომლებიც ქართული ენის სიყვარულსა და პატივისცემას უსვამდა ხაზს.
„დღე იყო სითბოთი, ემოციებითა და სიამაყით სავსე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დედაენის მნიშვნელობას თითოეული ჩვენგანისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: