დარაქოვის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
05-05-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა სომეხი ხალხის გენოციდის ხსოვნის დღეს.

მოსწავლე-მასწავლებმებმა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

ღონისძიება მოიცავდა არაერთ შემოქმედებით ნომერს და მიზნად ისახავდა დაღუპულთა ხსოვნის უკვდავყოფას

„შევიკრიბეთ, რომ ქედი მოვიხაროთ ჩვენი ხალხის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ფურცლის, სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა წინაშე. დღეს, ჩვენ არა მხოლოდ გავიხსენეთ წარსული, არამედ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი პასუხისმგებლობა სამართლიანობისთვის ბრძოლაში.

ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ჩვენი მოწამეების ხსოვნას შემოქმედებითი სანახაობით და აჩვენეს, რომ წარსულის ტკივილი ჩვენს გულებში ცოცხალია და ასევე გვაქვს მომავლის შენების ძალა და რწმენა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ღონისძიების შემდეგ მოსწავლე-მასწავლებლებმა გადაინაცვლეს სოფლის წმინდა აღდგომის ტაძარში, რომლის ეზოშიც დგას მოწამეთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ჯვარი. მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს, სანთლები დაანთეს და მათი სულებისთვის ილოცეს. 

სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღე 1915 წლის სომეხთა გენოციდის დროს დაღუპულთა მოსაგონებლად აღინიშნება. 24 აპრილს 1915 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან 111 წელი გავიდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203