
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
აღსანიშნავია, სკოლაში ჩატარებული საგნობრივი ვიქტორინა - ბიოლოგიის თემაზე.
ვიქტორინა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა.
ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. ბავშვებმა ცოდნა გაიმდიდრეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: