
დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა დედამიწის დღე. გაიმართა კვირეული, რომელმაც მრავალფეროვანი ეკოსაგანმაანთლებლო აქტივობები გააერთიანა.
კვირეულში ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა.
მოსწავლეებმა გარემოზე ზრუნვის მიზნით, არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს:
გააჟღერეს მნიშვნელოვანი სლოგანები და საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს;
მოამზადეს და დაარიგეს საინფორმაციო ბროშურები;
ერთობლივი ძალებით დაასუფთავეს სკოლისა და სოფლის ტერიტორიები.
მე-10 კლასის მოსწავლეებმა კი დედამიწის დღეს პროექტი მიუძღვნეს. მათ განიხილეს გარემოსდაცვითი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა გარემოს დაცვა, დაბინძურება და საფრთხეში მყოფი ცხოველები. ხაზი გაუსვეს თითოეული ადამიანის წვლილის მნიშვნელობას ბუნების დაცვაში.
მეათეკლასელებმა ასევე დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია.
„ვიცხოვროთ სუფთა ქალაქსა თუ სოფელში, ეს ჩვენი ყველას ვალია“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს.
„მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს მოსწავლეებში გარემოზე ზრუნვისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.