„მოწევა კლავს! აირჩიე სიცოცხლე, იზრუნე საკუთარ ჯანმრთელობაზე!“- ქუთაისის N38 სკოლის VI კლასებში საინტერესო პროექტი განხორციელდა
08-05-2026

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან VI კლასებში განხორციელდა პროექტი - ბუნებისმეტყველებაში, რომლის მიზანი იყო თამბაქოს მავნებლობის შესახებ მოსწავლეთა ინფორმირება. 

პროექტი მოსწავლეებს პედაგოგმა, ფიქრია სილაგაძემ შესთავაზა. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა საინფორმაციო პლაკატები შექმნეს, სადაც ხაზი გაუსვეს იმ მავნე ზემოქმედებას, რასაც სიგარეტი ადამიანის ორგანიზმზე ახდენს. 

„მოწევა კლავს! აირჩიე სიცოცხლე, იზრუნე საკუთარ ჯანმრთელობაზე! ნუ შეუქმნი შენს ჯანმრთელობას საფრთხეს ერთი მავნე ჩვევით“,-  სწორედ ეს იყო პროექტის მთავარი გზავნილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203