„არა ბარბარიზმებს!“ - საინტერესო, შემეცნებითი თამაში ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში
04-05-2026

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე გამორჩეულად აღინიშნა. გაიმართა კვირეული რომელმაც არაერთი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი აქტივობა გააერთიანა. 

მათ შორის, დედაენის კვირეულის ფარგლებში, სკოლაში გაიმართა საინტერესო და შემეცნებითი თამაში - „არა ბარბარიზმებს!“

აქტივობაში ბავშვები ხალისით ჩაერთნენ და იაქტიურეს, ამოიცნეს და შეცვალეს ბარბარიზმები სწორი ქართული შესატყვისებით. 

„აქტივობამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ენის სიწმინდის დაცვა და ქართული სიტყვების სიყვარულით გამოყენება“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

თამაშის მიზანი იყო:

  • ქართული ლექსიკის გამდიდრება;
  • სწორად მეტყველების უნარის განვითარება;
  • ბარბარიზმების თავიდან აცილება ყოველდღიურ საუბარში.

მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით გაართვეს თავი დავალებებს.

„გავუფრთხილდეთ ჩვენს ენას - ეს ჩვენი იდენტობის ყველაზე ძვირფასი ნაწილია!“- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა და ბარბარიზმების წინააღმდეგ გაილაშქრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203