
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის Iა და Iბ კლასების მოსწავლეებმა დიდი სითბოთი და სიყვარულით აღნიშნეს დედაენის დღე.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა წარმოადგინეს. ღონისძიება ატარებდა როგორც საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებით ხასიათს.
პირველკლასელებმა წაიკითხეს ლექსები ქართულ ენაზე, შეასრულეს სიმღერები, რომლებიც ქართულ ენას და მის მნიშვნელობას ეძღვნებოდა. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედაენა ჩვენი იდენტობის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის.
იხილეთ ვიდეო: