საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასელებს ქიმიისა და ბიოლოგიის ინტეგრირებით საინტრერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ  
05-05-2026

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხსა და მოტივაციაზე აისახება. 

აღსანიშნავია, მე-10 კლასში ჩატარებულია ​ბიოლოგია-ქიმიის ინტეგრირებული გაკვეთილი, რომლის თემა იყო -  „ფერმენტები - „ბიოლოგიური კატალიზატორები“. 

გაკვეთილი პრაქტიკული აქტივობებით წარიმართა - მოსწავლეებმა ჩაატარეს ცდა -  წყალბადის ზეჟანგის ზემოქმედება ქათმის ღვიძლზე და კარტოფილის ნაჭრებზე. სახამებლის და ცხიმის შემცველობის დადგენა საკვებ პროდუქტებზე.

მე-10 კლასელებმა საინტერესოდ ისაუბრეს ფერმენტების მნიშვნელობაზე ორგანიზმში, აზრობრივად გაითავისეს, თუ როგორ იმოქმედებს მათი მუშაობის დარღვევა ჯანმრთელობაზე. და უპირველეს ყოვლისა გაიაზრეს თუ რამდენად აუცილებელია სუფთა ეკოლოგიური გარემო და ჯანსაღი კვება. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
 
 
 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203