მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზოგადოებრივი კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ 
04-05-2026

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. 

სწორედ ამ მიზნით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები კოლეჯ „ქართლს“ ესტუმრნენ,

მოსწავლეებს კოლეჯის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა, თამუნა თათარაშვილმა უმასპინძლა და მოსწავლეებს გააცნო კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამები, სწავლების ფორმატი და დასაქმების შესაძლებლობები.

მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს კოლეჯის სასწავლო აუდიტორიები და პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილი სახელოსნოები. 

ვიზიტი მოსწავლეებისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა, მათ მეტი შეიტყვეს პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203