„ყოველდღე დავუთმოთ დრო კითხვას - თუნდაც რამდენიმე გვერდი“​-გურძემის საჯარო სკოლის მოსწავლეთა პირობა და წიგნის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება
05-05-2026

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე. 

თარიღთან დაკავშირებით, სკოლის ბიბლიოთეკაში, V-Vl კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა საინტერესო ღონისძიება. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო:

  • მოსწავლეებში კითხვისა და ლიტერატურისადმი ინტერესის გაზრდა;
  • სხვადასხვა ჟანრის წიგნების გაცნობა და რეკომენდაცია;
  • საყვარელი ავტორებისა და ნაწარმოების ერთმანეთისთვის გაზიარება;
  • კითხვის ყოველდღიურ ჩვევად გადაქცევის ხელშეწყობა.

აქტივობა მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. მოსწავლეებმა გამოავლინეს შემოქმედებითი და ლოგიკური აზროვნების უნარები და მიზნად დაისახეს - „ყოველდღე დავუთმოთ დრო კითხვას - თუნდაც რამდენიმე გვერდი“.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები ღონისძიებაში აქტიური და წარმატებული მონაწილეობისათვის. 

სასწავლო პროცესს მასწავლებელი თეა ჯგერენაია ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203