შპს N1 (გოქაძის) სკოლის მოსწავლე ელენე ქუნთელიას ბრწყინვალე წარმატება „ეტალონის“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში 
04-05-2026

ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

28-29 აპრილს, საგნობრივი ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით დაიწყო, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა შპს N1 (გოქაძის) სკოლის მოსწავლე ელენე ქუნთელია

მოსწავლემ საამაყო შედეგი აჩვენა და ქართული ენისა და ლიტერატურის ონლაინ ოლიმპიადის ლიდერთა ათეულში მოხვდა.

საამაყო წარმატების დასტურად მას დიპლომი მიენიჭა. 

აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება ოთხი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, ლოგიკური აზროვნება და ზოგადი განათლება, ინგლისური ენა და მათემატიკა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203