
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და არაფორმალური განათლების პროექტში, იმდიდრებენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას.
ახლახან, ონის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში, ონის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა - ვალერი გობეჯიშვილმა, ქეთევან ბურდილაძემ, და მარიამ გავაშელიშვილმა- ჩაატარეს ტრენინგი აუცილებელ და მნიშვნელოვან საკითხებზე
ტრენინგი მრავალ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავდა და მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ ცოდნა, გამოევლინათ საკუთარი იდეები და განევითარებინათ გუნდური მუშაობის უნარები.
ტრენინგს აქტიურად შეუერთდნენ სორის საჯარო სკოლის მოსწავლეები. მათ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად, შექმნეს პოსტერები, რომლებშიც წარმოაჩინეს თავიანთი ხედვები, შემდეგ კი ერთმანეთის წინაშე წარადგინეს და იმსჯელეს მათზე.
ტრენინგზე მოწვეული იყვნენ სოფლის სკოლების მოსწავლეებიც, რამაც შეხვედრა კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა.