გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე სახალისო ეკოსაგანმათლებლო აქტივობებით აღნიშნეს
05-05-2026

დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

რაღა თქმა უნდა, სკოლის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას. დედამიწის დღე მოსწავლეებმა სახალისო ეკოსაგანმათლებლო აქტივობებით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები, პოსტერები და მიუძღვნეს ჩვენს პლანეტას.

„ჩვენი პლანეტა - ჩვენი სახლია“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203