
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებულ და საინტერესო ღონისძიებაში ჩაერთნენ - ფინანსური განათლების თემაზე შექმნილ სპექტაკლში.
სპექტაკლის მთავარი მიზანი იყო ბავშვებისთვის მარტივად და გასაგებად აეხსნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფულის მართვა, დაზოგვა, პასუხისმგებლიანი ხარჯვა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ II-VI კლასების მოსწავლეები, რაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ასაკში ყალიბდება სწორი დამოკიდებულება ფულისა და რესურსების მიმართ.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს:
„ფინანსური განათლება არ არის მხოლოდ თეორია - ეს არის ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილი, რომელიც მომავალში ბავშვებს დაეხმარება სწორად დაგეგმონ საკუთარი რესურსები და იყვნენ წარმატებულნი“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს საინტერესო და სასარგებლო გამოცდილებისთვის.
იხილეთ ფოტოები: