
სასკოლო ფორმებთან დაკავშირებული ტენდერი, ასე ვთქვათ, ჩავარდა და აღნიშნული საკითხის ირგვლუივ კვლავ ბევრი კიტხვის ნიშანია, თუმცა გარკვეული დეტალები ეტაპობრივად ცნობილი ხდება და მათ შორის სკოლის ფორმის დაზიანების შემთხვევაში მშობელს მისი ხელახლა ყიდვა რომ მოუწევს.
დსკთხს „საგანმანათლებლო რესურსები“ კურირებს და მათგანვე ცნობილი ხდება, რომ ფორმის დაზიანების შემთხვევაში მშობელს სწორედ „საგანმანათლებლო რესურსებიდან“ ექნება ახლის შეძენის შესაძლებლობა.
„გამარჯვებულ კომპანიასა და შპს „საგანმანათლებლო რესურსებს” შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მათგან შევისყიდით ფორმებს და შემდეგ მოვახდენთ მის რეალიზაციას. სოციალურად დაუცველებისთვის, ვისაც 60 000-ზე ქვემოთ აქვს ქულა, სასკოლო ფორმას სახელმწიფო დააფინანსებს. რაც შეეხება დედმამიშვილებს, ყველაფერზე მუშაობს სამინისტრო და დეტალები პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ფორმის დაზიანების შემთხვევაში მშობელს ექნება შესაძლებლობა შეიძინოს ახალი ფორმა ჩვენთან“, - განმარტეს „საგანმანათლებლო რესურსებში“.