ტყიბულის N2 სკოლის მოსწავლეებისთვის, პროექტის - „ჩვენი ჯარი“ - ფარგლებში, ლეიტენანტმა საგანმანათლებლო შეხვედრა ჩაატარა
05-05-2026
ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეს უმასპინძლეს. 

პროექტის ფარგლებში, ლეიტენანტი კობა კანდელაკი, ტყიბულის N2 საჯარო სკოლის IX, X,XI კლასის მოსწავლეებს ესაუბრა ქართული ჯარის ისტორიაზე, შეიარაღებაზე, საერთაშორისო მისიებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე.

„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში ლეიტენანტმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში, პრეზენტაციების სახით გააცნო თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანები, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები.

მოსწავლეებმა მიიღეს საინტერესო ინფორმაციები საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. ისინი დაინტერესდნენ საქართველოს ეროვნული გმირებით, მათ უშუალოდ ჯარისკაცებისაგან მოისმინეს თითოეული მათგანის გმირობის ისტორია.

შეხვედრაზე მოსწავლეებს მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების, საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებისა და თემატურად მომზადებულ-შერჩეული, მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეომასალის ხილვის შესაძლებლობა.

პროექტები „ჩვენი ჯარი“ და „ერთი დღე ჯარში“ ითვალისწინებს მოზარდებსა და ახალგაზრდებში საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ ცნობადობის ამაღლებას, ჯარის პოპულარიზაციას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის ხელშეწყობას და სამოქალაქო თავდაცვის საფუძვლების სწავლებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203