
ეროვნული მედია-პროექტ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი საგნობრივი ჩემპიონატი საუკეთესო გზაა მოსწავლეების აკადემიური განვითარებისა და მოტივაციის გასაზრდელად. ოლიმპიადებში მონაწილეობა საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას - გაიღრმავონ ცოდნა, განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, გამოსცადონ შესაძლებლობები და ისწავლონ დროის მართვა.
საგნობრივი საგაზაფხულო ჩემპიონატი 28 აპრილს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით დაიწყო, რომელსაც დიდი მონდომებითა და ინტერესით შეუერთდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები - გაბრიელ სვანიძე, თეკლე ჩაჩხიანი და ნიკოლოზ ურთმელიძე.
მოსწავლეებმა კონკურსში წარმატებით იასპარეზეს, ასახელეს ლაცორიის საჯარო სკოლა და პედაგოგები.
გაბრიელ სვანიძე, თეკლე ჩაჩხიანი და ნიკოლოზ ურთმელიძე ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის ლიდერთა ათეულში მოხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება ოთხი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, ლოგიკური აზროვნება, ინგლისური ენა და მათემატიკა.