„გაზაფხული და დედა“ - გომანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი ღონისძიება 
05-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო, შემოქმედებითი თუ საზეიმო ღონისძიებებით. 

აღსანიშნავია, საგაზაფხულო ღონისძიება - „გაზაფხული და დედა“. ღონისძიება ქართულ ენაზე წარიმართა და არაერთი შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა. 

ღონისძიებით მოსწავლეებმა გაზაფხული და დედის დღე აღნიშნეს.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ სიმღერებით, საცეკვაო ნომრებითა და თემატური თეატრალური დადგმით.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებელს გადასცეს ქართულ ენაზე დაწერილი წერილები, რომელიც მეტად ამაღელვებელი და სასიამოვნო იყო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203