
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლის მოსწავლე ანა კოსიაშვილი „ეტალონის“ ოლიმპიადის გამორჩეული მონაწილეა.
მოსწავლე ოლიმპიადას დიდი შემართებით შეუერთდა და საქართველოს მასშტაბით, ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. ანა კოსიაშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა და საამაყო წარმატების დასტურად დიპლომი მიენიჭა.
მოსწავლის წარმატება სასახელოა მისი სკოლისა და ოჯახისთვის.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას - გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.