ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლის - თორნიკე ხეცოიძის წარმატება „ეტალონის“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში 
05-05-2026

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლე თორნიკე ხეცოიძე „ეტალონის“ ოლიმპიადის გამორჩეული მონაწილეა. 

მოსწავლე ოლიმპიადას დიდი შემართებით შეუერთდა და საქართველოს მასშტაბით, ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. მოსწავლე ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა და საამაყო წარმატების დასტურად დიპლომი მიენიჭა. 

მოსწავლის წარმატება სასახელოა მისი სკოლისა და ოჯახისთვის. 

შეგახსენებთ, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203