
დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის პირველკლასელებმა ეს დღე სახალისო ეკოსაგანმათლებლო აქტივობებით აღნიშნეს.
„დედამიწა ჩვენი სახლია, ის გვაძლევს ჰაერს, წყალს და ბუნებას. მოდით ერთად ვიზრუნოთ დედამიწაზე, რომ ის იყოს სუფთა და ლამაზი!“, - ერთხმად აღნიშნეს პატარებმა და პირობა დადეს, რომ არ დაყრიან ნაგავს, დარგავენ ხეს, დაზოგავენ წყალსა და ელექტროენერგიას.
„პლანეტა ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენ გვიყვარს დედამიწა!“,- დასძინეს მოსწავლეება და საზოგადოებასაც მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს.
იხილეთ ვიდეო: