„როდესაც გაკვეთილი დღესასწაულად იქცევა“- ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „გვირილობა“ იზეიმეს 
07-05-2026

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა „გვირილობა“ შთამბეჭდავად იზეიმეს. 

მოსწავლეებმა გააცოცხლეს ქალაქის ისტორია, ტრადციები და შთამბეჭდავი ღონისძიება წარმოადგინეს. 

ბავშვების ემოციებმა, მათმა ნამუშევრებმა და ქუთაისზე საუბარმა ეს დღე განსაკუთრებული გახადა. 

„ვასწავლით მომავალ თაობებს საკუთარი ქალაქის სიყვარულს და იმ ტრადიციების პატივისცემას, რაც გვირილასავით ნაზი და რიონივით მძლავრია. დღეს, მოსწავლეებთან ერთად კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქუთაისი მხოლოდ წარსული არ არის, ის ჩვენს შვილებში ცოცხლობს“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა. 

ღონისძიებას პედაგოგი ნინო ფანჩულიძე ხელმძღვანელობდა. 

„გვირილობა“ იგივე ქუთაისქალაქობა, როგორც საქველმოქმედო ღონისძიება მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრდა. მისი ისტორია გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივასა და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203