
თბილისის N141 საჯარო სკოლის მე -7ა კლასის მოსწავლეები ჩართულნი არიან საერთაშორისო პროექტში - Blue Changemakers - Youth Power for Ocean Sustainability, რომელსაც ახორციელებს ამავე სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ლ. სართანია.
აღნიშნული პროექტის ერთ-ერთ აქტივობად მოიაზრებოდა და წარმატებით განხორციელდა სასწავლო-საგანმანათლებლო გაკვეთილი.
პროექტის ფარგლებში, გეოგრაფიის პედაგოგმა მ. წიკლაურმა მე-7ა კლასში ჩაატარა საინტერესო და ინფორმაციული გაკვეთილი, რომელიც დაეთმო ქალაქის მთავარი მდინარის - მტკვარის შესწავლას.
გაკვეთილის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს გადაუნაწილდათ დავალებები, რომელთა ფარგლებში მათ უნდა ჩაეტარებინათ მინი-კვლევა და მოეძიებინათ ინფორმაცია მდინარის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ასპექტის შესახებ - მისი გეოგრაფიული მდებარეობა, ეკოლოგიური მდგომარეობა, გამოყენება და მნიშვნელობა ქალაქის ცხოვრებაში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა დავალებები წარმოადგინეს მაღალ დონეზე და აქტიურად ჩაერთნენ პროცესში. მათ უკეთ გაიცნეს საკუთარ ქალაქში არსებული უმთავრესი მდინარე, მისი როლი და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას თანამედროვე გარემოში.
„აქტივობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა კვლევითი უნარების, კრიტიკული აზროვნებისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარებას“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: