თბილისის N141 სკოლის მოსწავლის - მარიამ ქუქიშვილის წარმატება შემოქმედებით კონკურსში
04-05-2026
 

ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გაიმართა შემოქმედებითი კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის.

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსს დიდი ენთუზიაზმით, აქტიურად შეუერთდნენ. მათ ვიდეოს, ციფრული ნამუშევრის, ესეების შექმნით უნდა წარედგინათ თავიანთი ხედვა ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობისა და ცოდნის ძალის მნიშვნელობაზე.

მარიამ ქუქიშვილმა წარადგინა ესსე თემაზე - „სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება დიდი საქმე“.

მისმა ნაშრომმა კონკურსის ჟიურის ყურადღება მიიქცია. 

დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა, საგანგებოდ გახსნილ მუზეუმში, სადაც წარმოდგენილი იყო ივ. ჯავახიშვილის პირადი ფონდის უნიკალური ექსპონატები, ფოტოები, ხელნაწერები, ეპისტოლარული მემკვიდრეობა.

მარიამ ქუქიშვილი დაჯილდოვდა სერტიფიკატითა და სპეციალური საჩუქრებით.

ასევე, საგანგებოდ დაიგეგმა მარიამისთვის, ვაჟა-ფშაველას სახელობის, ახლადგახსნილ მუზეუმში ვიზიტი, სადაც წარმოდგენილი იყო ცნობილი მწერლის უნიკალური არქივი. 

„მშობლიური სკოლა გულშემატკივრობს და მომავალში კვლავ, დიდ წარმატებას უსურვებს მარიამს!“, აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203