ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, დიდ სცენაზე წარდგნენ 
05-05-2026

თედო ჯღარკავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ახლახან, მარტვილის კულტურის სახლის სცენაზე ფესტივალ - „თეატრალური მარტვილის“ ფარგლებში, ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მესამე და მეხუთე კლასების მოსწავლეები წარდგნენ.

მათ შეასრულეს ნაწყვეტი „დო, რე, მი“ მიუზიკლიდან - „მუსიკის ჰანგები“ .

ბავშვებმა მაყურებლის დიდი მოწონება და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს. 

მოსწავლეთა მასწავლებელი ნინო ბოლქვაძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203