
თედო ჯღარკავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს შთააგონებენ და მათი წიგნირების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
VII კლასის მოსწავლეებმა ძველ წიგნებს ახალი სიცოცხლე შესძინეს. დაზიანებული ყდები განაახლეს და დაამზადეს სანიშნეებიც.
მოსწავლეებმა წიგნები დიდი ენთუზიაზმით განაახლეს და კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ წიგნი ჩვენი საუკეთესო მეგობარია.
იხილეთ ფოტოები: