
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიება მოეწყო.
მე-10 კლასის მოსწავლეები დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმს სტუმრობდნენ, სადაც ჩაუტარდათ საგანმანათლებლო პროგრამა „ვეფხისტყაოსანი და მიხაი ზიჩი“.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში, დედოფლისეულ სასახლეში დაათვალიერეს დადიანების მემორიალური გამოფენა და გაეცნობიან მუზეუმში დაცულ უნიკალურ ხელნაწერ წიგნებს.
სალექციო ფორმატში, კი მოსწავლეები გაეცნენ შოთა რუსთაველისა და მისი უკვდავი პოემის “ვეფხისტყაოსნის” შესახებ მნიშვნელოვან ფაქტებს. მოისმინონ ისტორიები, როგორ გაჩნდა იდეა შეექმნათ პოემისთვის ილუსტრაციები. ვინ არის მიხაი ზიჩი და როგორ იქმნებოდა მისი ცნობილი ილუსტრაციები „ვეფხისტყაოსნისთვის“.
იხილეთ ფოტოები: