
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურდ მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და არაფორმალური განათლების პროექტში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
მათ შორის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“, მუნიციპალურ პირველობაზე მე-5 კლასელების გუნდმა დაიკავა I ადგილი, მე-7 კლასელების გუნდმა - II, ხოლო მე-6 კლასელების გუნდი III ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ რეგიონულ ტურში გადასულია მე-3 კლასელების გუნდიც.
სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ რეგიონულ ეტაპზეც გამარჯვებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: